სირაძე ჯაბა დვალთან ერთად შეუტევს
მოლდოვური პრესის ცნობით “დაჩიამ” ჯაბა დვალის შემდეგ კიდევ ერთი ქართველი ფორვარდი დაიმატა. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ კიშინიოველთა რიგებში დავით სირაძე ჩაირიცხება.
მოლდოველი ჟურნალისტების ინფორმაციით კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია და ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება.
სირაძის ბოლო კლუბი ბოლნისის “სიონი” იყო. 33 წლის თავდამსხმელმა უმაღლეს ლიგაში 3 გოლის გატანა შეძლო.