“დინამო” უკრაინულ გუნდს შეხვდება
თურქულ შეკრებაზე თბილისის “დინამოს” ერთ-ერთი მეტოქე უკრაინის პრემიერლიგის ბინადარი, პოლტავის “ვორსკლა” იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. შეხვედრა 30 იანვარს შედგება.
აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისელები პრესტიჟულ “ანტალიის თასზეც” იასპარეზებენ, სადაც მათი მეტოქეები “ლიტექსი” (ბულგარეთი), “შტურმი” (ავსტრია), “სტიაუა” (რუმინეთი), “სპარტა” (ჩეხეთი), “გიორ ეტო” (უნგრეთი), “მარიბორი” (სლოვენია) და “პარტიზანი” (სერბეთი) იქნებიან.