პრიმერა: მე-18 ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-18 ტურის პრევიუს.
რეალი – ესპანიოლი
ორივე გუნდი მოახლოებულ შეხვდრას თასზე განცდილი მარცხით ხვდება. მადრიდელები სატურნირო ცხრილში კვლავ პირველზე არიან და თანაც კონკურენტებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. თუმცა, “სევილიასთან” გადადებული შეხვედრა იოლი გასეირნება არ იქნება და ამიტომ “რეალს” შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს. შესაძლოა, მადრიდელთა ბოლოდროინდელი წარუმატებლობა მეტოქეთა დაუფასებლობასაც მივაწეროთ. ბოლო პერიოდში “რეალის” მიმართ ქების გარდა არაფერი არ ისმოდა და მოთამაშეებზეც ამან გარკვეული გავლენა მოახდინა, რაც კარლო ანჩელოტიმ აუცილებლად უნდა გამოასწოროს.
სელტა – ვალენსია
“რეალთან” გამარჯვების შემდეგ “ვალსენიას” ვიგოს ესტუმრება, სადაც ურთიერთობას “სელტასთან” გაარკვევს.
მოახლოებულ მატჩში “ღამურებს” ხოსე გაია დააკლდებათ, რომლისთვისაც მადრიდელებთან მიღებული ყვითელი ბარათი საბედისწერო აღმოჩნდა. თუმცა, ვალენსიელები მაინც ფავორიტებად ითვლებიან. საკადრო პრობლემები არც “სელტას” აკლია. რომელიც უახლოეს შეხვედრაში ტრავმირებულ ბორხა ოუბინიასთან დისკვალიფიცირებულ პლანასს, გაბრალს და ლარივეს მოისაკლისებს.
ბარსელონა – ატლეტიკო
ტურის ცენტრალურ მატჩს ბარსელონა უმასპინძლებს, სადაც ადგილობრივ გრანდს მადრიდის “ატლეტიკო” უმასპინძლებს. ამ მომენტისთვის გუნდებს აბსოლუტურად თანაბარი მაჩვენებელი აქვთ. რამდენიმე დღის წინ კი “ატლეტიკომ” მადრიდის “რეალი” დაამარცხა, რაც სიმეონეს გუნდს “ბარსას” მცირე კრიზისი ფონზე ფსიქოლოგიურ უპირატსობას აძლევს.
“ბარსელონას” მოახლოებულ მატჩში მხოლოდ ტომას ვერმალენის დააკლდება, ხოლო “ატლეტიკო” მირანდას მოისაკლისებს. მადრიდელებს ვერც “ვილიარეალიდან” იჯარის წესით გადაბირებული კანი დაეხმარება.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
10.01 | 1:00 | ეიბარი | 2.40 | 3.10 | 3.20 | ხეტაფე | დაწვრილებით | |
09.01 | 23:45 | ლევანტე | 2.35 | 3.10 | 3.30 | დეპორტივო | დაწვრილებით | |
10.01 | 19:00 | რეალი | 1.11 | 11.00 | 21.00 | ესპანიოლი | დაწვრილებით | |
10.01 | 21:00 | მალაგა | 2.80 | 3.15 | 2.65 | ვილიარეალი | დაწვრილებით | |
10.01 | 23:00 | სელტა | 2.70 | 3.25 | 2.70 | ვალენსია | დაწვრილებით | |
11.01 | 15:00 | ალმერია | 4.20 | 3.35 | 1.95 | სევილია | დაწვრილებით | |
11.01 | 20:00 | ბილბაო | 1.60 | 3.75 | 6.30 | ელჩე | დაწვრილებით | |
11.01 | 22:00 | გრანადა | 2.70 | 3.25 | 2.70 | სოსიედადი | დაწვრილებით | |
11.01 | 23:55 | ბარსელონა | 1.65 | 3.85 | 5.75 | ატლეტიკო | დაწვრილებით | |
12.01 | 23:45 | რაიო | 1.75 | 3.60 | 5.00 | კორდობა | დაწვრილებით |