ფაჩულია ორმაგი დუბლის ზღვარზე და “მილუოკის” მე-5 ადგილი აღმოსავლეთ კონფერენციაში
ზაზა ფაჩულიას გუნდმა მოიგი გამაჯვება მოიპოვა და ხანგრძლივი დევნის პოცესი, რომელსაც „მილუოკი“ „კლივლენდის“ მისამათით ახოციელებდა, დასრულდა. თვეზე მეტია, მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იყვნენ და მათ წინ „კლივლენდი“ იყო. დღეს, გამთენიისას, ფაჩულიას გუნდმა „მინესოტა“ 98:84დაამარცხა, „კლივლენდი“ კი „გოლდენ სტეიტთან“ დამარცხდა და დევნა დასრულდა.
20 მოგებითა და 18 მარცხით მილუოკელებმა მე- საფეხურზე გადაინაცვლეს, მე-6-ზე ჩამოქვეითებულ კლივლენდელებს კი 19 მოგება და 18 მარცხი აქვთ. ფაჩულიას გუნდის მიზანი მე-5 ადგილის განმტკიცება და ცხრილში კიდევ უფრო დაწინაურებაა, ცხრილის პირველ ოთხ გუნდს ხომ პლეი ოფში მოედნის უპირატესობა ექნებათ.
„მინესოტასთან“ მატჩში ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. ზაზამ 24 წუთი ითამაშა და 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო. მისმა მონაგარმა კი მთლიანობაში 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა შეადგინა. ფაჩულიამ 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.
მილუოკელთა ბომბარდირს ბრენდონ ნაითს 14 ქულა ჰქონდა. 12-12 ქულა ჯონ ჰენსონმა და ოჯეი მაიომ დააგროვეს. დამარცხებულთაგან 20 ქულით ენდრიუ უიგინსი გამოირჩა, თადეუს იანგს და შაბაზ მუჰამედს კი 12-12 დაუგროვდათ.
როგორც დასაწყისში ვთქვით, „მილუოკიმ“ აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-5 ადგილზე აინაცვლა. კიდევ უფრო დაწინაურება ფაჩულიას გუნდს გაუჭირდება, რადგან მე-4-ზე მყოფ „ჩიკაგოს“ 25 მოგება და 12 მარცხი აქვს. მილუოკელებს კი ჯერ მხოლოდ 20 მოგება (და 18 წაგება). „ბაქსს“ მომავალ მატჩშივე ეძლევა შანსი, პირადად შეუმციროს ჩამორჩენა კონკურენტს – 10 იანვარს „მილუოკი“ ჩიკაგოში სწორედ „ბულსს“ ეთამაშება.
gbf.ge