Brisbane 2015 – მარია შარაპოვამ ტურნირი მოიგო
დასრულდა ავსტრალიაში მიმდინარე ტურნირი. ბრისბეინ 2015 წლის გამარჯვებული მარია შარაპოვა გახდა.
პირველ სეტში მაყურებელმა უშეღავათო ბრძოლა იხილა. საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. ერთმანეთს გოგონებმა არაფერი დაუთმეს. მარია შარაპოვას მიერ დაშვებულ შეცდომების ხარჯზე, ანა ივანოვიჩმა პირველი სეტი 6-7 მოიგო (ტაიბრეიკი 4-7). ანგარიშის მიუხედავად, სერბი ჩოგბურთელი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
სიტუაცია მეორე სეტში მკვეთრად შეიცვალა. მარია შარაპოვამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. 6-3 რუსმა ჩოგბურთელმა მატჩში წონასწორობა აღადგინა(1-1).
მესამე სეტი უკვე რუსი ჩოგბურთელის უპირატესობით დაიწყო. მცირედი ჩავარდნის შემდეგ ივანოვიშმა დიდი წინააღმდეობა გაუწია მეტოქეს, მაგრამ შარაპოვამ ეს სეტი მიანც მოგებით დაასრულა. მარია შარაპოვა ბრისბეინ 2015 წლის გამარჯვებული გახდა.
ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.