დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
ლაციოს არტო სურს
“უდინეზეს” 26 წლის მცველი ტომას არტო “ლაციოს” ინტერესთა სფეროში მოხვდა. რომაელები ფეხბურთელს იმ შემთხვევაში გადაიბირებენ, თუ “ალკმაარიდან” უესლი ჰუდტის ტრანსფერი ჩაიშლება.
ტორონტოში ჯოვინკოზე ფიქრობენ
იტალიური პრესის ცნობით “ტორონტოს” “იუვენტუსის” ფორვარდის, სებასტიან ჯოვინკოს გადაბირება სურს. კანადური კლუბი იტალიელს ჯერმენ დეფოს შემცვლელად მოიაზრებს.
ინტერი ლეივაში 10 მილიონს იხდის
მილანის “ინტერი” “ლივერპულს” ლუკას ლეივას სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს სთავაზობს. თუმცა, ინგლისელებს მოთამაშეში მეტის მიღება სურთ.
იანუზაი იუვენტუსში?
ტურინის “იუვენტუსი” “გალათასარაიდან” უესლი სნეიდერის გადაბირებას ვერ ახერხებს და ამიტომ სათადარიგო ვარიანტად ადნან იანუზაის ტრანსფერს განიხილავს. ბელგიელი მოთამაშე “მანჩესტერის” ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.
ტრეზეგე იტალიურ ფეხბურთში ბრუნდება
“იუვენტუსის” ყოფილი ფორვარდის, დავიდ ტრეზეგეს იტალიური “მოედანა” იწვევს, რომელიც ამჟამად სერია B-ში მე-12 პოზიციაზე. 2014 წელს 37 წლის ფრანგი ინდურ სუპერლიგაში ასპარეზობდა.