„ზესტაფონის“ ოფისში გუნდის მომავალზე იმსჯელეს
12 იანვარს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ოფისში გუნდის მომავლის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა – კლუბში არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით და ამ ვითარებიდან დაღწევის გზების მოძიების თემაზე სასაუბროდ კლუბის მფლობელი ილია კოკაკია, იმერეთის მხარისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები შეიკრიბნენ.
იმერული კლუბის მეპატრონის გარდა, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძემ, იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარიამ, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რევაზ რობაქიძემ, პარლამენტის წევრმა შალვა კიკნაველიძემ, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა და ამავე კლუბის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ.
გთავაზობთ სხვადასხვა ქართულ არხზე გასული სიუჟეტების კოლაჟს, რომელიც საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ოფისში დღეს გამართული შეხვედრის მიმდინარეობისა და მონაწილეთა შეფასებების შესახებ მოგვითხრობს.
FCZestafoni.GE