ერთი თვე 2015 წლის პირველ საშინაო მატჩამდე
7 თებერვალს სტარტს იღებს ევროპის ერთა თასის 2015 წლის გათამაშება. წლევანდელ ტურნირის პირველ შეხვედრას ბროჯღალოსნები გასვლაზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ქალაქ ჰოიზენშტამში, ‘სპორტ ცენტრუმ’ სტადიონზე გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
პორტუგალიას და რუსეთს მესხზე დავუხვდებით
წელს ერთა თასზე ბორჯღალოსნებს შინ ორი მატჩი უწევთ. ორივე შეხვედრა თბილისში, ‘მიხეილ მესხის’ სტადიონზე გაიმართება.
სარაგბო სეზონის პირველი საშინაო მატჩი 14 თებერვალს გაიმართება, რომელშიც ჩვენი ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს (დასაწყისი: 17:00 სთ).
ერთ თვეში კი, 14 მარტს მეორე საშინაო შეხვედრაში „ქართველი ბორჯღალოსნები“ „რუს დათვებს“ ერკინებიან (დასაწყისი: 17:00 სთ).
ევროპის ერთა თასი 2015 – ბორჯღალოსნების მატჩების კალენდარი
გერმანია – საქართველო 07/02/15, ჰოიზენშტამი
საქართველო – პორტუგალია 14/02/15, მესხის სტადიონი
ესპანეთი – საქართველო 28/02/15, მადრიდი
საქართველო – რუსეთი 14/03/15, მესხის სტადიონი
რუმინეთი – საქართველო 21/03/15, ბუქარესტი
Rugby.GE