ესპანეთს ევროვიზიაზე დე ხეას შეყვარებული წარადგენს
ევროვიზია 2015-ზე ესპანეთს “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარის, დავიდ დე ხეას შეყვარებული წარადგენს. ამ მუსიკალურ კონკურსს წელს ავსტრიის დედაქალაქი ვენა უმასპინძლებს.
29 წლის ედურნე გარსია ესპანეთს სიმღერით Amanecer წარადგენს. ევროვიზიის ფინალი 23 მაისს ჩატარდება, მეორე დღეს კი “ჰალ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გასამართი მატჩია ჩანიშნული.
“დავიდი ვალდებულია, პრემიერლიგის მატჩზე იყოს, თუმცა იმედი მაქვს, ის ფინალზე ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მოსვლას მოახერხებს”, – აღნიშნა ედურნემ.