ბუფონს 2018 წლის მუნდიალზე თამაში სურს
იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე თამაშს აპირებს.
თუ იგი მართლაც მოხვდება 2018 წლის მუნდიალზე, მისთვის ეს მეექვსე მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება.
“მანამდე კიდევ სამი წელიწადია დარჩენილი. ილუზია არ მაქვს, თუმცა მეკარეობისთვის დავიბადე და დავიბადე იმისთვის, რომ ვიყო გამონაკლისი.
თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვდები, პირველი კიპერი გავხდები, რომელსაც ექვს მუნდიალზე ექნება მონაწილეობა მიღებული. ეს უნიკალური მიღწევა იქნება.
მატჩის მიმდინარეობის დროს გამოყოფილი ადრენალინი და დაძაბულობა ის არის, რისთვისაც ვცოცხლობ”, – ბუფონის სიტყვები transfermarkt-მა გამოქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონს 28 იანვარს 37 წელი შეუსრულდება.