როისი გადაწყვეტილებას მარტში მიიღებს
“ბორუსიას” შემტევი მარკო როისის დორტმუნდულ კლუბში დარჩენას არ აპირებს. ესპანური პრესის ცნობით, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა უახლოეს გარემოცვასთან საუბარში განაცხადა, რომ “ბორუსიას” მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვესბს. თუმცა, როისს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას. გადაწყვეტილებას გერმანელი მარტში მიიღებს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით როისი მადრიდის “რეალს” შეუთანხმდა და წინასწარი კონტრაქიც გაფორმა, თუმცა შემდეგ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
შეგახსენებთ, რომ როისი “ბორუსიას” 2017 წლამდე ეკუთვნის, მისი სატრანსფერო ფასი კი 25 მილიონი ევროა.