იტალია: მე-19 ტურის პრევიუ
Fanebi.com იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.
ემპოლი – ინტერი
ბოლო დროს უკეთ ათამაშებული “ინტერის” დღეს მორიგ ტურს ლევან მჭედლიძის “ემპოლისთან” სტუმრობით ხსნის. მანჩინის გუნდს ზედიზედ მეხუთე წაუგებელი მატჩის ჩატარების შესანიშნავი შანსი ეძლევა. “ემპოლის” საუკეთესო პერიოდი არ უდგას. ზედიზედ ოთხი ფრის შემდეგ სარის გუნდი გასულ ტურში “სამპდორიასთან” დამარცხდა და მეთხუთმეტე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.
ლაციო – ნაპოლი
ტურის ცენტრალური შეხვედრა რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” გაიმართება. “ლაციოს” უშუალო კონკურენტის საშინაო მარჩი დამარცხებით საგრძნობი უპირატესობის მოპოვების შანსი უჩნდება, რის გამოყენებასაც “არწივები” მაქსიმალურად ეცდებიან.
გასულ ტურში ორივე გუნდი გათამასების ლიდერს ხვდებოდა. “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსთან” ხელსაყრელი შანსები ვერ გამოიყენა, რისთვისაც ბოლო წუთებზე დაისაჯა და უქულოდ დარჩა. “ლაციომ” კი მთავარ ისტორიულ მეტოქესთან ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ასე რომ, მოახლოებულ შეხვედრას გულშემატკივრებთა თვალში რეაბილიტაციისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
იუვენტუსი – ვერონა
ხუთშაბათს ეს გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ იტალიის თასის ფარგლებში წარსგდნენ. “იუვენტუსმა” მატჩი გამანადგურებელი 6:1-ით მოიგო, რაც გასაკვირი სულაც არ არის – “ვერონას” ტურინში ერთხელაც კი არ აქვს მოგებული. განსაკუთრებულ ცვლილებებს არც მოახლოებულ მატჩში უნდა ველოდოთ. სათასო მატჩისგან განსხვავებით ხვალ, “ბებერი ქალბათონის” ვერონელებს ძირითადი შემადგენლობით დაუპირისპირდება და სასურველ შედეგსაც კიდევ უფრო იოლად მოიპოვებს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
17.01 | 21:00 | ემპოლი | 3.15 | 3.20 | 2.40 | ინტერი | დაწვრილებით | |
17.01 | 23:45 | პალერმო | 3.15 | 3.25 | 2.30 | რომა | დაწვრილებით | |
18.01 | 15:30 | ლაციო | 2.65 | 3.20 | 2..70 | ნაპოლი | დაწვრილებით | |
18.01 | 18:00 | მილანი | 1.60 | 3.85 | 6.00 | ატალანტა | დაწვრილებით | |
18.01 | 18:00 | კიევო | 3.65 | 3.30 | 2.10 | ფიორენტინა | დაწვრილებით | |
18.01 | 18:00 | ჩეზენა | 4.20 | 3.30 | 2.00 | ტორინო | დაწვრილებით | |
18.01 | 18:00 | ჯენოა | 2.40 | 3.20 | 3.05 | სასუოლო | დაწვრილებით | |
18.01 | 18:00 | უდინეზე | 2.30 | 3.25 | 3.25 | კალიარი | დაწვრილებით | |
18.01 | 18:00 | პარმა | 2.70 | 3.10 | 2.80 | სამპდორია | დაწვრილებით | |
18.01 | 23:45 | იუვენტუსი | 1.20 | 6.50 | 12.50 | ვერონა | დაწვრილებით |