ქართველმა 14-წლამდელებმა მოსკოვში თითო მოგებ-წაგება მიითვალეს
საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა დღეს კიდევ 2 მატჩი გამართა მოსკოვში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული საკალათბურთო ლიგის მეორე ეტაპზე. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა გუშინ ორივე მატჩი მოიგო და წარმატებული სვლა დღესაც გააგრძელა.
17 იანვარს დაგეგმილი 2 მატჩიდან ქართველებმა პირველი შეხვედრა მოიგეს. ჩვენმა გუნდმა მოსკოვის „ორბიტას“ 48:39 სძლია. ქართველებმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და ბოლო პერიოდის წინ ჩამორჩენილებმა გამარჯვების მოპოვება სეძლეს.
„ორბიტასთან“ საქართველოს ნაკრებს გიორგი ჭეიშვილმა ულიდერა, რომელმაც 19 ქულა, 12 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა. 8 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა ლაშა მიქელაძემ, ხოლო ირაკლი სულხანიშვილმა პირად ანგარიშზე 6 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა.
დღეს გამართულ მეორე მატჩი საქართველომ რუსულ „ტრინტასთან“ 43:60 წააგო. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, მასპინძლებმა მესამე და მეოთხე პერიოდებში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. ქართველთაგან 11 ქულით ბომბარდირი რატი ანდრონიკაშვილი გახდა.
საქართველო 2001 წელს დაბადებულთა ნაკრებს მოსკოვურ ეტაპზე 3 მოგება და 1 მარცხი აქვს. ბოლო მატჩს ქართველები 18 იანვარს, ლატვიურ „რიგასთან“ გამართავენ.
gbf.ge