პრიმერა: მე-19 ტურის მიმოხილვა
Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-19 ტურის მიმოხილვას.
ვილიარეალი – ბილბაო
ტურის ცენტრალური მატჩი მოსალოდნელი შედეგით დასრულდა. “ვილიარეალმა” დაგეგმილი სამი ქულა დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვა.
ანგარიში პირველი ტაიმის დასრულებამდე სამი წუთით ადრე გაიხსნა. “ვილიარეალი” დმიტრი ჩერიშევმა დააწინაურა. საბოლოო ანგარიში კი უკვე მეორე ტაიმის ბოლოს დაფიქსირდა, როცა ბრუნომ პენალტი ზუსტად შეასრულა.
“ვილიარეალმა” ამ გამარჯვებით მეექვსე პოზიცია შეინარჩუნა, “ბილბაო” კი მეცამეტეზე აღმოჩნდა.
ხეტაფე – რეალი
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მადრიდის “რეალმა”, რომელიც პრიმერას მე-19 ტურის შეხვედრაში “ხეტაფეს” ესტუმრა და მექტოეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში მეორე ნახევარში კარიმ ბენზემას პასით კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა და საკუთარი გუნდი 63-ე წუთზე დააწინაურა. სულ რაღაც 4 წუთში ანჩელოტის გუნდის უპირატსობა ორბურთიანი გახდა – ხამესის პასით გოლი ბეილმა გაიტანა. მატჩის 79-ე წუთზე კი კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ასისტენტად ამ შემთხვევაშიც ხამეს როდრიგესი მოგვევლინა.
“რეალისთვის” ბოლოდროინდელი წარუამტებელი მატჩების ფონზე ამ შეხვედრის მოგება დიდი მნიშვნელობა პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჰქონდა.
დეპორტივო – ბარსელონა
როგორც მოსალოდნელი იყო გამარჯვება მადრიდელთა მდევარმა, “ბარსელონამაც” მოიპოვა. კატალონიელებმა “დეპორტივოს” 4-ბურთიანი სხვაობით აჯობეს.
გუშინდელი მატჩი ლეო მესის ბენეფისად იქცა. არგენტინემა შემტევმა მეტოქეს სამი გოლი გაუტანა. მეოთე შემთხვევაში კი თავი ავტოგოლით სიდნეიმ “გამოიჩინა” და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
“ბარსამ” მადრიდელებთან ერთქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა, “დეპორი” კი გასავარდნ ზონას უსწრებს ამდენივე ქულით.
ტურის ყველა მატჩი
10.01 | 1:00 | ეიბარი | 2:1 | ხეტაფე | დაწვრილებით | |||
09.01 | 23:45 | ლევანტე | 0:0 | დეპორტივო | დაწვრილებით | |||
10.01 | 19:00 | რეალი | 3:0 | ესპანიოლი | დაწვრილებით | |||
10.01 | 21:00 | მალაგა | 1:1 | ვილიარეალი | დაწვრილებით | |||
10.01 | 23:00 | სელტა | 1:1 | ვალენსია | დაწვრილებით | |||
11.01 | 15:00 | ალმერია | 0:2 | სევილია | დაწვრილებით | |||
11.01 | 20:00 | ბილბაო | 1:2 | ელჩე | დაწვრილებით | |||
11.01 | 22:00 | გრანადა | 1:1 | რეალ სოსიედადი | დაწვრილებით | |||
11.01 | 23:55 | ბარსელონა | 3:1 | ატლეტიკო | დაწვრილებით | |||
12.01 | 23:45 | რაიო ვალეკანო | 0:1 | კორდობა | დაწვრილებით |