გრიფინის 22 ქულა და „კლიპერსის“ გამარჯვება „ბოსტონთან“
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის დღევანდელ მატჩში „ლოს-ანჯელეს კლიპერსმა“ „ბოსტონ სელტიკსი“ მიიღო და ანგარიშით 102:93 დაამარცხა. მესამე მეოთხედში მასპინძელთა უპირატესობამ 23 ქულას მიაღწია, თუმცა ბრედ სტივენსის გუნდმა ამ სხვაობის შემცირება მოახერხა.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 22 ქულით ბლეიკ გრიფინი გამოდგა, მისმა თანაგუნდელმა დეანდრე ჯორდანმა კი ცხრამეტ ქულასთან ერთად 12 მოხსნა და 6 ბლოქშოთი მიითვალა. „სელტიკსის“ რიგებში 17 ქულით ბრენდონ ბასი გამოირჩა.
„ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ – „ბოსტონ სელტიკსი“ – 102:93 (23:17, 24:20, 27:25, 28:31)
„კლიპერსი“: გრიფინი (22 ქ. 9 მ. 6 ა.), ჯორდანი (19 ქ. 12 მ. 6 ბ.), რედიკი (16 ქ. 3 ა.), კროუფორდი (16 ქ.), პოლი (9 ქ. 6 ა. 6 მ.), ჰოსი (9 ქ. 5 მ. 2 ბ.)
„ბოსტონი“: ბასი (17 ქ.), ტორნტონი (15 ქ. 4 ა.), სალინჯერი (14 ქ. 8 მ.), სმარტი (14 ქ. 7 ა.), ოლინიკი (11 ქ. 7 მ. 3 ჩ.), თერნერი (10 ქ. 10 მ. 6 ა.), ზელერი (7 ქ. 7 მ. 3 ა.)