სტერლინგი: „ჩელსის“ მეორე მატჩში გაუჭირდება“
„ლივერპულის“ ნახევარმცველმა რაჰიმ სტერლინგმა „ჩელსისთან“ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც გოლით გამოირჩა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
„რა თქმა უნდა, შესვენების დროს გული დაგვწყდა, რომ ვაგებდით. გვესმოდა, რომ ბოლომდე უნდა გვებძოლა. ჩინებული ქამბექი გამოგვივიდა.
ბურთის ფლობას ვცდილობდით და „ჩელსის“ კარს მუდმივად ვუტევდით. მიხარია, რომ გავიტანე და გუნდს დავეხმარე.
„ლივერპული“ ყოველთვის თამაშშია. „ჩელსის“ მეორე მატჩში გაუჭირდება. იმედია, გასვლაზე სასურველ შედეგს მივაღწევთ.
ვფიქრობ, პაუზა ძალიან დაგვეხმარა. არის მომენტები, როდესაც დასვენება აუცილებელია. მწვრთნელმა დამასვენა, რაც გამომადგა კიდეც“, – განაცხადა სტერლინგმა.