“დინამოში” სერბი და ორი ბრაზილიელი ისინჯება (ვიდეო)
თბილისის “დინამო” სეზონის მეორე ეტაპისთვის მზადებას აგრძელებს. დედაქალაქელებმა დღეს მოსამზადებელი ეტაპის პირველი ტესტ-მატჩი გამართეს. ქვეყნის ჩემპიონის მეტოქე პირვველლიგელი სტუ იყო, რომლის დამარცხებაც “დინამოს” არ გასჭირვებია – 12:0.
თბილისელებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, თოთაძე, ჭანტურია, შერგელაშვილი, ცინცაძე, ჯანელიძე, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი, ლობჟანიძე, ჩირგაძე.
მეორე ტაიმში მოედანზე დაუშვილი, ტაბატაძე, ბუკორაჩი, გველესიანი, ალბერტუ ტაილანი, პარუნაშვილი, ჯიღაური, ჯერემია, გუგა, უგულავა და მიქელთაძე შევიდნენ.
სტუს კარში გოლები ასეთი თანმიმდევრობით გავიდა: 1:0 ჩირგაძე (ცინცაძის პასით) 3’ 2:0 კიტეიშვილი (ჩირგაძე) 18’ 3:0 ლობჟანიძე (ჟანელიძე) 33’ 4:0 ჩირგაძე (ჭანტურიშვილი) 38’ 5:0 მიქელთაძე (ჯერემია) 48’ 6:0 ჯიღაური (ლობჟანიძე) 56’ 7:0 ჯერემია (უგულავა) 61’ 8:0 ჯერემია (ალბერტუ ტაილანი) 69’ 9:0 ჯიღაური (გუგა) 71’ 10:0მიქელთაძე (პარუნაშვილი) 74’ 11:0 ჯიღაური (ტაბატაძე) 75’ 12:0 გველესიანი (ტაბატაძე) 84’
შემადგენლობაში რამდენიმე ახალ სახესაც შეამჩნევდით. “დინამოში” 23 წლის სერბი ცენტრალური ნახევარმცველი სტეფან ბუკორაჩი და ორი ბრაზილიელი ფეხბურთელი, 24 წლის მარცხენა ნახევარმცველი ალბერტუ ტაილანი და 20 წლის გუგა პედრო ვიტორი ისინჯებიან, რომლებიც სამშობლოში თამაშობდნენ. ბუკორაჩი კი ოთხი წლის განმავლობაში სერბეთის სუპერლიგის წარმომადგენელ “დონჟი სრემის” ღირსებას იცავდა.