დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
ანდერლეხტი ნოვარეტით ინტერესდება
“ანდერლეხტს” “ლაციოს” მცველის დიეგო ნოვარეტის გადაბირება სურს. არგენტინელმა იტალიის ჩემპიონატის ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ბელგიელების გარდა მისი გადაბირება “ოლიმპიაკოსსაც” სურს.
ფლეტჩერი ვალენსიაში არ გადავა
ცნობილი ჟურნალისტი გილიემ ბალაგე იუწყება, რომ დარენ ფლეტჩერი “ვალენსიაში” არ გადავა. შეგახსენებთ, ინფორმაცია ესპანური კლუბის დაინტერესების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
ბორუსიას სენტ-ეტიენის მეკარე სურს
დორტმუნის “ბორუსია” “სენტ-ეტიენის” მეკარით, სტეფან რუფიეთი ინტერესდება. საფრანგეთის ჩემპიონატის 21 შეხვედრაში რუფიემ 13 გოლი გაუშვა, რაც ლიგის საუკეთესო შედეგია.
ჟინიაკი იკარდის შეცვლის
“ინტერი” და მაურო იკარდი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან. არგენტინელის წასვლის შემთხვევაში მილანელები “მარსელიდან” ანდრე-პიერ ჟინიაკს გადაიბირებენ.
ფიორენტინ ჩელსისგან 27 მილიონს ითხოვს
“ფიორენტინა” ხუან კუადრადოს “ჩელსიში” მხოლოდ 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი გუშინ “ლივერპულსა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩს დაესწრო.