ჯილარდინო: კალიარი ან ფიორენტინა
ცნობილი იტალიელი ფორვარდი ალბერტო ჯილარდინო ორი კლუბის წინადადებას განიხილავს. იტალიური მედიის ცნობით შემტევს კონტრაქტს “კალიარი” და “ფიორენტინა” სთავაზობენ.
“კალიარის” შემთხვევაში 32 წლის თავდამსხმელის დამატების დიდი სურვილი კლუბის მთავარ მწვრთნელ, ჯანფრანკო ძლას აქვს.
“ფიორენტინას” სასარგებლოდ კი ის ფაქტი მეტყველებს, რომ ჯილარდინო “არტემიო ფრანკიზე” 2008-2012 წლებში ასპარეზობდა.