პრიმერა: მე-20 ტურის პრევიუ
Fanebi.com ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.
კორდობა – რეალი
ტური მადრიდის “რეალის” მატჩით გაიხსნება. “სამეფო კლუბი” დღეს კორდობას სტუმრობს, სადაც ბუნებრივია, რომ გამოკვეთილი ფავორიტი იქნება. მართალია, უკანასკნელ მატჩებში მირო ჯუკიჩის გუნდმა ქულების მოპოვება მოახერხა, მაგრამ “რეალთან” ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. სტუმართა ვარსკვალვური შემადგენლობა დიდი ანგარიშით გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
კორდობაში კი “რეალის” სტუმრობა ნამდვილი ზეიმია. ადგილობრივ სტადიონზე ასეთი რანგის სტუმარი კარგა ხანია არ უნახავთ. მოსალოდნელია, რომ ნუევო არკანგელზე დღეს სრული ანშლაგი იქნება.
ელჩე – ბარსელონა
“რეალის” მიერ გახსნილი ტური “ბარსელონას” მატჩით გაგრძელდება. რამდენიმე დღის წინ კატალონიელებმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” ურთულესი მატჩი ჩაატარეს, რომელიც მინიმალური ანგარიშით მოიგეს. ლუის ენრიკემ არც ამჯერად გარისკა, როტაცია მხოლოდ მეკარის პოზიციას შეეხო, რასაც ესპანეთში სათასო დაპირისპირებების დროს პრაქტიკულად ყველა გუნდი იყენებს. მოსალოდნელია, რომ დღეს რამდენიმე წამყვან მოთამაშეს დასვენების საშუალება მიეცემა. საკუთარ შანსს კი უახლოესი რეზერვის წარმომადგენლები მიიღებენ.
ლუის ენრიკეს ასეთ ქმედებაში გარკვეული ლოგიკა არის. ნათელია, რომ “ელჩე” “ატლეტიკოზე” სუსტი მოწინააღმდეგეა. მადრიდელთა თასიდან გაგდების შემთხვევაში კი კატალონიელებს ტიტული ფაქტობრივად გარანტირებული აქვთ.
ვალენსია – სევილია
ტურის ცენტრალურ მატჩს “მესტალია” უმასპინძლებს, სადაც “ვალენსიას” “სევილია” ესტუმრება. გუნდების პირვლი წრის შეხვედრა ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა ვალენსიელებმა მაშინ ანგარიშის გათანაბრებ ამოახერხეს. სწორედ მაშინ ნათელი გახდა, რომ გუნდებს წელს ერთნაირი მიზნები აქვთ.
აფრიკაში მიმდინარე კონტინენტის თასმა გუნდების შემადგენლობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. “ვალენსიას” ტურნირზე გამოგზავრებული ფეგული დააკლდება, ხოლო “სევილია” მბიას გარეშე დარჩა.
მოახლოებულ შეხვედრას “ვალენსია” უფრო დასვენებული ხვდება. ღამურები ესპანეთის თასიდან ნაადრევად გამოვარდნენ, “სევილიამ” კი რამდენიმე დღის წინ “ესპანიოლთან” ითამაშა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
24.01 | 19:00 | კორდობა | 18.00 | 8.00 | 1.17 | რეალი | დაწვრილებით | ||
24.01 | 21:00 | ელჩე | 15.00 | 6.50 | 1.22 | ბარსელონა | დაწვრილებით | ||
24.01 | 23:00 | ატლეტიკო | 1.32 | 5.20 | 10.10 | რაიო | დაწვრილებით | ||
25.01 | 1:00 | სოსიედადი | 1.90 | 3.40 | 4.30 | ეიბარი | დაწვრილებით | ||
25.01 | 1:00 | ვილიარეალი | 1.33 | 5.00 | 10.10 | ლევანტე | დაწვრილებით | ||
25.01 | 15:00 | დეპორტივო | 2.30 | 3.10 | 3.40 | გრანადა | დაწვრილებით | ||
25.01 | 20:00 | ბილბაო | 2.15 | 3.15 | 3.75 | მალაგა | დაწვრილებით | ||
25.01 | 22:00 | ესპანიოლი | 1.85 | 3.45 | 4.55 | ალმერია | დაწვრილებით | ||
25.01 | 23:55 | ვალენსია | 2.40 | 3.25 | 3.10 |
|
დაწვრილებით | ||
26.01 | 23:45 | ხეტაფე | 2.95 | 3.15 | 2.50 | სელტა | დაწვრილებით |