იტალია: მე-20 ტურის პრევიუ
Fanebi.com იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.
ლაციო – მილანი
მორიგი იტალიური ტურის პირველი დღის გამორჩეული მატჩი რომში შედგება, სადაც “ლაციოს” “მილანს” უმასპინძლებს.
მასპინძლებმა გასულ ტურში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან წააგეს და გამარჯვების მოპოვება სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად არწივებს აუცილებლად სჭირდებათ. კიდევ უფრო მძიმე მდომარეობაშია “მილანი”, რომელიც უკვე ოთხი ტურია ვერ იგებს და კონკურენტებსაც მნიშვნელოვნად ჩამორჩა, თუმცა რომში გამარჯვების შემთხვევაში ინძაგის გუნდი ბრძოლაში დაბრუნდება.
იუვენტუსი – კიევო
გათამაშების ლიდერი მოახლოებულ ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერს შეხვდება და დიდი ალბათობით იოლ გამარჯვებასაც მოიპოვებს.
ტურინელები კარგ ფორმაში იმყოფებიან და უკანასკნელ ტურებში უშუალო კონკურენტთან სხვაობაც გაზარდეს. “კიევო” კი გასავარდნ ზონას მიუახლოვდა. ვერონრელებმა უკანასკელ 5 ტურში მხოლოდ 1 მატჩი მოიგეს
ფიორენტინა – რომა
საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს ფლორენცია, სადაც ადგილობრივ კლუბს “რომა” ესტუმრება. რომაელთა თამაში ბოლო ტურებში უკეთესის სურვილს ტოვებს. ფლორენციელებმა კი მდგომაროების გამოსწორება სწორედ ბოლო მატჩებში მოახერხეს. “პალერმოსთან” და “კიევოსთან” მოგებული შეხვედრების შემდეგ “ფიორე” ევროზონას მიუახლოვდა. “რომასთან” გამარჯვების შემთხვევაში კი მონტელას გუნდს სამეულში შეუძლია მოხვედრა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
24.01 | 21:00 | კალიარი | 2.40 | 3.25 | 3.05 | სასუოლო | დაწვრილებით | |
24.01 | 23:45 | ლაციო | 2.00 | 3.35 | 4.00 | მილანი | დაწვრილებით | |
25.01 | 18:00 | ინტერი | 1.90 | 3.40 | 4.35 | ტორინო | დაწვრილებით | |
25.01 | 18:00 | სამპდორია | 2.10 | 3.25 | 3.75 | პალერმო | დაწვრილებით | |
25.01 | 18:00 | იუვენტუსი | 1.17 | 7.50 | 20.00 | კიევო | დაწვრილებით | |
25.01 | 18:00 | პარმა | 1.70 | 3.60 | 5.40 | ჩეზენა | დაწვრილებით | |
25.01 | 18:00 | ვერონა | 2.60 | 3.10 | 2.90 | ატალანტა | დაწვრილებით | |
25.01 | 23:45 | ფიორენტინა | 2.55 | 3.20 | 3.00 | რომა | დაწვრილებით | |
26.01 | 22:00 | ემპოლი | 2.00 | 3.35 | 3.95 | უდინეზე | დაწვრილებით | |
26.01 | 23:55 | ნაპოლი | 1.40 | 4.70 | 8.00 | ჯენოა | დაწვრილებით |