სტერლინგი და “ლივერპული” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან
“ლივერპულის” ხელმძღვანელობა და კლუბის ახალგაზრდა ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ აღწევენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეები ანაზღაურებაზე ვერ თანხმდებიან. კერძოდ, 20 წლის ინგლისელი ფეხბურთელი კვირაში არანაკლებ 100 ათას ფუნტ სტერლინგს ითხოვს.
ცნობისათვის, რაჰიმ სტერლინგს მერსისაიდულ გუნდთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის ივნისში ეწურება.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში სტერლინგმა 21 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.