ნანი: „ვიცი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩემი შენარჩუნება სურს“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის, ნანის აზრით, რომელიც მიმდინარე სეზონში იჯარით ლისაბონის „სპორტინგში“ თამაშობს, „წითელ ეშმაკებში“ მას მომავალი აქვს. მიმდინარე სეზონში 28 წლის მოთამაშემ 17 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
„მე ის მჭირდება, ვისაც ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არ შეეპარება და თამაშის საშუალებას მომცემს. ახლა სწორედ იმ გამოცდილებას ვიღებ, რომლის მიღებაც აქამდე მსურდა. „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბოლო ორ სეზონში ბევრი ტრავმა მქონდა და შექმნილი მდგომარეობით უკმაყოფილო ვიყავი. ოჯახი და მეგობრები ძალიან მომენატრნენ.
ვან გაალისადმი ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს, რადგან ვიცი, რომ კლუბს ჩემი შენარჩნება სურს. წასვლა მხოლოდ მე გადავწყვიტე. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი. „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩენის შემთხვევაში, არც ისე კარგ მდგომარეობაში ვიქნებოდი“, – ციტირებს ნანის „BT Sport“-ი.