სოსო ფრუიძე: “ქვეყანაში ფეხბურთის დონე თუ არ ამაღლდა, ნაკრებს ვერავინ ვერ უშველის”
თურქულ შეკრებაზე მყოფი საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ინტერვიუ აზერბაიჯანულ azerisport-ს მისცა.
– თქვენი გუნდი ევროთასებზე დაცვაში კარგი თამაშით დაგვამახსოვრდა. სტილი ხომ არ შეგიცვლიათ?
– არა, თუმცა ჩემპიონატში განსხვავებულად ვთამაშობთ. ჩვენი ტაქტიკა მეტოქეზეა დამოკიდებული. თუ ის ჩვენზე ძლიერია, უპირატესობას დაცვიდან თამაშს ვანიჭებთ.
– ევოტურნირებს როგორ გაიხსენებდით?
– კარგად გასახსენებელი პერიოდია. ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ, რაც ჩვენს გუნდს სამომავლოდ გამოადგება. “ბურსასთან” და “ნეფტჩისთან” ჩატარებული მატჩები ჩვენთვის დიდი გამოცდილებაა.
– რა გახდა ქართული ფეხბურთის რეგრესის მიზეზი?
– სამწუხაროდ ბევრ პრობლემებთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში ეს ერთიანი სისტემის არქონას უკვაშირდება. არ გვაქვს განვითარებული ინფრასტრუქტურა. რაც მთავარია, ფეხბურთში ფულს არავინ დებს. მთავრობა კი უსახსრობის გამო ვერ გვეხმარება. ნიჭიერი მოთამაშეები ქვეყნიდან უკეთესი ანაზღაურების სანაცვლოდ მიდიან.
– საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე კახა ცხადაძის დანიშნვას როგორ შეაფასებდით?
– ვთვლი, რომ საქართველოს ნაკრები ქართველმა უნდა გაწვრთნას. მისასალმებელია, რომ ჩვენ ახალგაზრდა ადგილობრივი სპეციალისტი გვყავს. მთლიანოაში მის დანიშვნას დადებითად შევაფასებდი.
– შეძლებს თუ არა ცხადაძე ნაკრებში შედეგების მიღწევას?
– ქვეყანაში ფეხბურთის დონე თუ არ ამაღლდა, ნაკრებს ვერავინ ვერ უშველის. მათ შორის ცხადაძეც. მან ნაკრებში დისციპლინა უნდა დაამყაროს, რათა მოთამაშეებმა მთელი გულით ითამაშონ.