‘გერმანია – საქართველო’ სტრიმით ვქომაგობთ ბორჯღალოსნებს
საინფორმაციო განახლებები გერმანია-საქართველოს მატჩის შესახებ
საქართველო- გერმანია 07/02/15, ჰოიზენშტამი, გერმანია;
მატჩის ტრანსლირება სთრიმით განხორციელდება 17:00 სთ;
მატჩის ბილეთები ონლაინ იყიდება;
რაზმს 28-ე მოთამაშე დაემატა;
ერთა თასს სახელი გადაერქვა;
2015 წლის პირველ საერთაშორისო მატჩამდე ერთი კვირაღა რჩება – 7 თებერვალს ბორჯღალოსნები სტუმრად ‘ბ’ დივიზიონიდან ამოსულ გერმანიის ნაკრებს შეხვდება. მატჩი ქალაქ ჰოიზენშტამში, ‘სპორტცენტრუმ’ სტადიონზე გაიმართება, დასაწყისი: 17:00 საათზე.
სთრიმით ვუყურებთ
როგორც ჩანს საშინაო მატჩების ტელეტრანსლირება, მხოლოდ ბელგიური რაგბის პრობლემა არ ყოფილა – 2013 წელს ბრიუსელში გამართული მატჩის მსგავსად, ბორჯღალოსნების და გერმანიის ეროვნული გუნდის მეოთხე დაპირისპირების ტრანსლირება ინტერნეტით განხორციელდება, ვინაიდან გერმანიის რაგბის კავშირის განცხადებით დაინტერესებული გერმანული ტელეარხის ნახვა ვერ მოხერხდა.
სთრიმის ბმული >>> http://sportdeutschland.tv/rugby/live-rugby-europe-championship-2015-deutschland-vs-georgien
ბილეთები
გერმანიის რაგბის კავშირმა 7 თებერვლის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ჰოიზენშტამში მატჩზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა ინტერნეტით შემდეგ ბმულზე შეუძლიათ >>> http://www.eventbrite.de/e/em-2015-im-european-nations-cup-division-1a-deutschland-georgien-tickets-15462037370
28-ე ბორჯღალოსანი
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ბორჯღალოსნების 27 კაციანი რაზმი (გერმანიის და პორტუგალიის წინააღმდეგ) 23 იანვარს გამოაქვეყნა, ხოლო 28-ე მოთამაშედ ნაკრებში ‘არმაზელ’ მურაზ გიორგაძეს უხმო. შეგახსენებთ, რომ მურაზ გიორგაძეს სანაკრებო დებიუტი 2014 წლის თბილისის თასზე, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა, ხოლო ბორჯღალოსნების კვართი, ბოლოს მან 2014 წლის ნოემბრის ტესტებზე ირლანდიის წინააღმდეგ მოირგო.
ახალი სახელწოდებით…
შარშან ფირა აერს, ევროპის რაგბის ასოციაციას რაგბი ევროპა დაერქვა, ხოლო წელს ‘ევროპის ერთა თასის’ დრო დადგა – ამიერიდან მას ‘რაგბი ევროპის’ ჩემპიონატი/Rugby Europe Championship ეწოდება (შესაბამისად: რაგბი ევროპის ჩემპიონატის 1 A დივიზიონი 2015). როგორც რაგბი ევროპაში აცხადებენ სახელის ცვლილება, ბრენდის უკეთ წარმოჩენისკენ და უფრო ეფექტური საქმიანობისკენ გადადგულ პირველ ნაბიჯს წარმოადგენს.