ინგლისი: 23-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com ინგლისური პრემიერ ლიგის 23-ე ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.
ლივერპული – ვესტ ჰემი
სათასო ბატალიების შემდეგ ინგლისურ სტადიონებს პრემიერ ლიგის მატჩები უბრუნდება. 23-ე ტურის პირველი სათამაშო დღის ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრა ლივერპულში გაიმართება, სადაც ჯერარდს და კომპანიას “ვესტ ჰემი” ესტუმრება.
მასპინძლებმა ჩემპიონატის უკანასკნელ 5 ტურში თამაში გამოასწორეს და შესაძლო 15 ქულიდან 13 მოიპოვეს. “ვესტ ჰემმა” კი წარუამტებელი სერიის დასრულება გასულ ტურში, “ჰალ სიტისთან” მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებით შეძლო.
სატურნირო ცხრილში გუნდები ერთმანეთის მახლობლად არიან განლაგებულნი. ლონდონელები “ლივერპულს” მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ და შესაბამისად ევროზონისთვის ბრძოლაში ამ შეხვედრის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
არსენალი – ასტონ ვილა
ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის კიდევ ერთი პრეტენდენტი მორიგი ტურის მატჩს საკუთარ მოედანზე “ასტონ ვილასთან” გამართავს.
ლონდონელებს გამარჯვების, რომელიც ზედიზედ მესამე იქნება, შემთხვევაში მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრების შანსი აქვთ. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლესტერთან” დაკარგავს ქულებს, რაც ნაკლებადაა სავარაუდო.
ნებისმიერ შემთხვევაში არსენ ვენგერის გუნდს საკუთარი შეხვედრის მოგება მართებს და დიდი ალბათობით მეთოფეები ამ ამოცანას თავს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაართმევენ. მიუხედავად ტრავმირებულ მოთამაშეთა ტრადიციულად გრძელი სიისა, წყვილში ფავორიტად მასპილები არიან შერაცხულები.
ჩელსი – მანჩესტერ სიტი
ტურის და მეორე წრის ერთ-ერთ მთავარ შეხვედრას “სტემფორდ ბრიჯი” მიიღებს, სადაც ურთიერთობას გათამაშების ლიდერები გაარკვევენ.
ბოლო პერიოდი ორივე გუნდისთვის რთული გამოდგა. თუმცა, თუ ლონდონელთა ჩავარდნა “ბრედფორდთან” წაგებული ერთი მატჩი შემოიფარგლა, “სიტისთვის” დანაკარგი გაცილებით მნიშვნელოვანი იყო. პელეგრინის შეგირდებმა თასზე “მიდლსბროსთან” მარცხთან ერთად პრემიერლიგის ორ უკანასკნელ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს და უშუალო კონკურენტთან ჩამორჩენა 5 ქულამდე გაზარდეს. გასაგებია, რომ ლონდონში მარცხის შემთხვევაში მანჩესტერელთა საჩემპიონო შანსები მნიშვნელოვნად მცირდება.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
31.01 | 19:00 | სანდერლენდი | 2.15 | 3.25 | 3.55 | ბარნლი | დაწვრილებით | |
31.01 | 19:00 | კრ პალასი | 2.85 | 3.00 | 2.75 | ევერტონი | დაწვრილებით | |
31.01 | 19:00 | ლივერპული | 1.70 | 4.00 | 4.80 | ვესტ ჰემი | დაწვრილებით | |
31.01 | 19:00 | მანჩესტერი | 1.40 | 5.00 | 8.00 | ლესტერი | დაწვრილებით | |
31.01 | 19:00 | სტოკ სიტი | 1.70 | 3.85 | 5.00 | ქ.პ.რ. | დაწვრილებით | |
31.01 | 19:00 | ვესტ ბრომ | 2.85 | 3.00 | 2.75 | ტოტენჰემი | დაწვრილებით | |
31.01 | 21:30 | ჩელსი | 2.30 | 3.20 | 3.30 | სიტი | დაწვრილებით | |
01.02 | 17:30 | არსენალი | 1.25 | 5.75 | 12.00 | ვილა | დაწვრილებით | |
01.02 | 20:00 | საუთჰემპტონი | 1.60 | 3.85 | 6.00 | სუონსი | დაწვრილებით | |
31.01 | 16:45 | ჰალ სიტი | 2.75 | 3.00 | 2.80 | ნიუკასლი | დაწვრილებით |