იტალია: 21-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com იტალიის სერია A-s 21-ე ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.
რომა – ემპოლი
“სტადიო ოლიმპიკოზე” იტალიური ლიგის მორიგი ტურის მატჩში “რომა” “ემპოლის” მიიღებს.
ლევან მჭედლიძის გუნდი ბოლო დროს ძალიან სუსტად ასპარეზობს. “ემპოლიმ” უკანასკნელი გამარჯვება გასულ წელს, დეკემბრის დასაწყისში მოიპოვა, რის შემდეგაც ზედიზედ 8 მოუგებელი მატჩი ჩაატარა.
გუნდის ქართველი შემტევი ლევან მჭედლიძე ბოლო დროს ძირითადს გაუშინაურდა, თუმცა იტალიელი ჟურანლისტების პროგნოზით, დღეს ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდება.
უკანასკნელ შეხვედრებში დამაჯერებლად არც რომაელები გამოიყურებიან. ჩემპიონატის უკანასკნელ 5 შეხვედრაში გარსიას გუნდმა მხოლოდ ერთხელ მოიგო და შედეგად “იუვენტუსს” 7 ქულით ჩამორჩა. ნათელია, რომ მორიგი წარუმატებელი შეხვედრა “რომასთვის” უკვე საგანგაშო იქნება.
უდინეზე – იუვენტუსი
ტურინის “იუვენტუსი” მორიგ ტურში უდინეს სტუმრობს. გათამაშების ლიდერი ტრადიციულად დამაჯერებელია, რაც გასულ ტურებში ნაჩვენები შედეგებით დასტურდება.
ტურინელთა შანსებს ისიც ზრდის, რომ ბოლო პერიოდში “უდინეზე” განსაკუთრებული წარმატებით ვერ თამაშობს. წარუამტებელი სერიის შეწყვეტა სტრამაჩონის შეგირდებმა მხოლოდ გასულ ტურში, ემპოლიში შეძლეს.
მილანი – პარმა
ბოლო ტურებში იტალიური ლიგის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გუნდები მოუგებელი სერიის შეწყვეტას 21-ე ტურის უკანასკნელ შეხვედრაში ეცდებიან.
მილანელებმა უკანასკნელ 5 ტურში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვეს და მე-11 პოზიციაზე დაქვეითდნენ, ხოლო “პარმელებმა” ერთით მეტი, 3 ქულა მოაგროვეს, მაგრამ უკანსკნელ პოზიციას ვერ მოსცილდნენ.
ბოლოადგილოსანთან წარუმატებელი შედეგის შემთხვევაში “მილანის” მწვრთნელის, პიპო ინძაგის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. შესაძლოა, ახალგაზრდა სპეციალისტმა ამის გამო სამსახურიც კი დაკარგოს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
31.01 | 18:00 | ატალანტა | 2.30 | 3.25 | 2.35 | კალიარი | დაწვრილებით | |
31.01 | 21:00 | ჯენოა | 3.25 | 3.20 | 2.35 | ფიორენტინა | დაწვრილებით | |
31.01 | 23:45 | რომა | 1.57 | 3.90 | 6,70 | ემპოლი | დაწვრილებით | |
01.02 | 15:30 | სასუოლო | 2.95 | 3.20 | 2.50 | ინტერი | დაწვრილებით | |
01.02 | 18:00 | ტორინო | 2.20 | 3.20 | 3.45 | სამპდორია | დაწვრილებით | |
01.02 | 18:00 | კიევო | 4.45 | 3.70 | 1.82 | ნაპოლი | დაწვრილებით | |
01.02 | 18:00 | ჩეზენა | 6.40 | 4.00 | 1.57 | ლაციო | დაწვრილებით | |
01.02 | 18:00 | უდინეზე | 7.15 | 4.20 | 1.50 | იუვენტუსი | დაწვრილებით | |
01.02 | 18:00 | პალერმო | 1.85 | 3.55 | 4.30 | ვერონა | დაწვრილებით | |
01.02 | 23:45 | მილანი | 1.62 | 3.80 | 5.95 | პარმა | დაწვრილებით |