გიორგი ოსიტაშვილი: “ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა”
გიორგი ოსიტაშვილი წლების მანძილზე ფინური KTP-ს ღირსებას იცავს, რომელიც მომავალი სეზონიდან ქვეყნის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს. 30 წლის მარცხენა მცველს ფინეთში დავუკავშირდით და რამდენიმე საკითხზე ვესაუბრეთ.
– ფინეთში 2008 წლიდან ვარ. პირველი სეზონი მეორე ლიგაში ვითამაშე, შემდეგ კი 6 წლის განმავლობაში პირველი ლიგის ბინადარ KTP-ში ვიყავი, რომელთან ერთადაც წელს უმაღლესში გადმოვედი.
– ახალ სეზონში რა მიზნებს ისახავს გუნდი და პირადად თქვენ?
– იმედია ევროთასების ზონაში მოვახერხებთ მოხვედრას. პირადად მე კი ძალიან მინდა, რომ ეროვნულ ნაკრებში მომეცეს თავის გამოჩენის საშუალება. 30 წლის ვარ და იმედი მაქვს, ნაკრებში თუნდაც ერთ შეხვედრას ვითამაშებ. ეს ჩემი ოცნებაა.
– ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მომხდარ ცვლილებებს როგორ შეაფასებდით?
– ვფიქრობ, რომ ცვლილებები საჭირო იყო…
– წლებია ფინეთში ასპარეზობთ. როგორ ფეიქრობთ, ფეხბურთის საქართველოშია უფრო მაღალ დონოეზე, თუ ფინეთში?
– პირდაპირ გეტყვთ, რომ ფინეთში ჩასვლის შემდეგ ფეხბურთის სწავლა თავიდან დავიწყე. აქ განსხვავებული გარემო და ფეხბურთზეც სხვა შეხედულება აქვთ. დონეში დიდი განსხვავება არ არის. საქართველოში ფეხბურთელთა ინდივიდუალური მხარე უკეთესია.
– რას უსურვებდით ქართულ ფეხბურთს?
– მინდა, ჩვენს ქვეყნაში ისეთი პირობები იყოს, რომ ქართველ ფეხბურთელებს მატერიალური მხარის გამო საქართველოდან წასვლა არ უწევდეთ. ნაცნობობის და ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების გამო არ იკარგებოდნენ ნიჭიერი ფეხბურთელები. რაც მთავარია, მინდა, რომ სამართლიანობა იყოს და ახალგაზრდა ადამიანი ვიღაცის უსამართლო გადწყვეტილების მსხვერპლი არ ხდებოდეს. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი