იურგენ კლოპი: „ჩვენგან სანახაობრივ თამაშს არც უნდა ელოდოთ“
დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ლევერკუზენის „ბაიერთან“ გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურის მატჩი შეაჯამა.
„ეს იდეალური მატჩი არ ყოფილა, თუმცა იმას მივაღწიეთ, რისი მიღწევაც გვსურდა. მეორე ტიამი კარგად დავიწყეთ. საიმედო ფეხბურთი ვაჩვენეთ, თუმცა კარგი იქნებოდა, თუ არაორდინალურად უფრო მეტად ვითამაშებდით.
სხვა მხვრივ, იმ გუნდისგან, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის, სანახაობრივ ფეხბურთს არც უნდა ელოდოთ. ლევერკუზენში ჩნიებულ შედეგს მივაღწიეთ. აქედან ერთი ქულის წამოღება ადვილი არასდროსაა“, – ციტირებს კლოპს კლუბის ოფიციალური ვებსაიტი.