ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეხუთედ მოიგო და ახალი რეკორდი დაამყარა
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში პლანეტის პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მეექვსე განთესილს, ბრიტანელ ენდი მარის სძლია. პირველი სეტი სერბმა ჩოგბურთელმა ანგარიშით 7:6 მოიგო (ტაიბრეიკზე ნოვაკმა 7:5 იმარჯვა). მეორე სეტის ბედი ასევე ტაიბრეიკზე გაირკვა – ამჯერად უკეთესო ბრიტანელი გამოდგა, რომელმაც 7:4 მოიგო. მესამე სეტში ჯოკოვიჩმა 6:3 იმარჯვა. საბოლოოდ, ტურნირი ნოლემ შემდეგშივე სეტში მოიგო და მარი უშანსოდ, ანგარიშით 6:0 დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის ისტორიაში ბოლო სეტში ანარაიშით 6:0 აქამდე არავის მოუგია. სათქმელი ისიცაა, რომ ამ გამარჯვებით ნოვაკი ტურნირის რეკორდსმენი გახდა – ამჟამად მის ანაგრიშზე ავსტრალიის ღია პირველობაზე ხუთი გამარჯვებაა. ამ მაჩვენებლით მან შვეიცარელ როჯერ ფედერერსა და ამერიკელ ანდრე აგასის აჯობა, რომლებმაც ავსტრალიის კორტებზე დიდი სლემის ტურნირი ოთხჯერ მოიგეს.
რაც შეეხება ენდი მარის, შოტლანდიელი ამ ტურნირის ფინალში მეოთხედ გავიდა, თუმცა იგი წინა წლების გადამწყვეტ მატჩებშიც დამარცხდა.