დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
თურანი ატლეტიკოს ტოვებს?
არდა თურანმა, შესაძლოა, მადრიდის “ატლეტიკო” მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს. მოთამაშის გადაბირებით “არსენალი” და “ლივერპული” არიან დაინტერესებულები.
ტოტენჰემს კაბაი სურს
პსჟ-ს ნახევარმცველი იოან კაბაი “ტოტენჰემის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ლონდონელებს 28 წლის მოთამშის ტრანსფერის განხორციელება ზაფხულში სურთ.
სანტონი ინტერში ბრუნდება
“ნიუკასლის” მცველმა, დავიდე სანტონმა, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე იჯარის წესით “ინტერში” ითამაშოს. ფეხბურთელი მილანურ კლუბში 2008-2011 წლებში თამაშობდა.
ლაციოში ჟინიაკზე ფიქრობენ
“ლაციო” “მარსელის” ფორვარდით, ანდრე-პიერ ჟინიაკით დაინტერესდა. ფრანგი შემტევი სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება და რომაელებსაც მისი დამატება სწორედ ამ დროს სურთ.
როისს ვენგერთან სურს
ინგლისური პრესის ცნობით მარკო ორისს მუშაობის გაგრძელება არსენ ვენგერთან სურს და ამის გამო გემრანელი მზად არის რამდენიმე ევროპული გრანდი უარით გაისტუმროს. როისის სავარაუდო ფასი 20 მილიონი გირვანქაა.