ვლადიმერ ბოისა: “ფედერაცია ევრობასკეტის მატჩებზე გულშემატკივრების ორგანიზებულად მოხვედრას უზრუნველყოფს”
სპორტის სამინისტროში გამართულ პრესკონფერეენციაზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ ნაკრების მოსამზადებელი ეტაპის შესახებ ისაუბრა.
ვლადიმერ ბოისა: „მოსამზადებელ ეტაპს ნაკრები საქართველოში 13 ივლისს დაიწყებს.. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი მოთამაშიდან ავარჩიოთ ძირითადი შემადგენლობა. ამიტომ, შეკრებაზე 20 მოთამაშეს გამოვიძახებთ. თბილისში, შესაძლოა, 2-3 ლეგიონერი ვერ ჩამოვიდეს, თუმცა ძირითადი გუნდის შეკრებაზე, რომელიც სლოვენიაში 24 ივლისს აიღებს სტარტს, ყველა ჩამოვა. თბილისში 9 აგვისტოტს დავბრუნდებით და დედაქალაქის ტურნირისთვის მოვემზადებით, რომელიც წელს ყველაზე ძლიერი იქნება. საქართველოში იტალიის, ლატვიის და ესტონეთის გუნდები ჩამოვლენ. მანამდე კი სლოვენიაში ბოსნიასთან ვითამაშებთ. თბილისური ტურნირის შემდეგ საფარანგეთს და იტალიას, რის შემდეგაც ზაგრებში გავემგზავრებით. აქვე ხორვატიაში წამსველელ გულშემეატკივართა საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ფედერაცია ევრობაკეტის მატჩებზე გულშემატკივრების ორგანიზებულად მოხვედრას უზრუნველყოფს და არენებზე 200-300 ბილეთს დაჯავშნის. ამიტომ, გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ თამაშების ბილეთების ყიდვას ნუ ჩქარობენ.”