დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ევერტონს იანუზაი სურს
“ევეროტნი” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში “მანჩესტერიდან” ადნან იანუზაის იჯარის წესით გადაბირებას ეცდება. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი არ განხორციელდა, ლივერპულელები იანუზაის ზაფხულში დაუბრუნდებიან.
ბაფატემბი გომისმა განაცხადა, რომ “სუონსიდან” წასვლას არ აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია მოთამაშემ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით მიაწოდა.
ანდერსონმა ინტერნასიონალში ივარჯიშა
“მანჩსტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ანდერსონმა ბრაზილიურ “ინტერნასიონალთან” ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა. უახლოეს მომავალში ფეხბურთელი კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრასნფერის შესახებ ოფიციალური განცხადებას გაკეთდება.
მილნერი სიტის დატოვებას არ აპირებს
ბრიტანული პრესის ცნობით ჯეიმს მილნერი “მანჩესტერ სიტიში” სეზონის დასრულებამდე დარჩება, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტი გახდება. მოთამაშის მიმართ ინტერესს “ლივერპული” იჩენს.
გაგოს “ინტერში” გადასვლა არ სურს
მილანის “ინტერი” “ბოკა ხუნიორსის” ნახევარმცველის, ფერნანდო გაგოს მიმართ იჩენს ინტერესს. თუმცა, ტრანსფერი განხორციელების ალბათობა ძალიან მცირეა. ფეხბურთელს მილანურ კლუბში თამაში არ სურს.