„დინამომ“ თურქულ შეკრებაზე პრაღის „სპარტასთან“ წააგო
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის „დინამომ“ რამდენიმე წუთის წინ პრაღირს „სპარტასთან“ საკონტროლო შეხვედრა დაასრულა. მატჩი ჩეხური კლუბის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ანგარიში 30-ე წუთზე ნახევარმცველმა შალამ გახსნა. პირველი ნახევარი ანგარიშით 1:0 დასრულდა. თბილისელებმა ანგარიში მეორე ნახევრის მეოთხე წუთზე გაათანაბრეს – თავი გუნდის ახალწვეულმა მანუელომ გამოიჩინა. სამწუხაროდ, დარჩენილ დროში „დინამოელებმა“ ორი გოლი მიიღეს. 53-ე წუთზე გოლი კრეჟციმ გაიტანა, 74-ე წუთზე კი თბილისელთა კარი ბორეკ დოკალმა გაიტანა.
ამრიგად, თბილისელებმა თურქეთში მეორედ წააგეს. შეგახსენებთ, რომ გრაცის „შტურმთან“ „დინამომ“ ფრედ 1:1 ითამაშა, ხოლო პოლტავას „ვორსკლასთან“ ანგარიშით 0:1 წააგო.
შემდეგ მატჩს „ლურჯ-თეთრები“ ექვს თებერვალს ჩაატარებენ, მათი მეტოქე სლოვენიის „დომჟალე“ იქნება.