დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
ჩელსი ტოტენჰემისგან 40 მილიონს ითხოვდა
“ჩელსის” შემტევი ანდრე შიურლე, რომელიც “ვოლფსბურგში” გადავიდა, “ტოტენჰემის” ინტერესთა სფეროსი იყო მოხვედრილი. ბრიტანული პრესის ცნობით “არისტოკრატები” თანაქალაქელებს მოთამაშის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს სთხოვდნენ. საინტერესოა, რომ “ვოლფსბურგმა” შიურლეში 32 მილიონი გადაიხადა.
არსენალმა კოკლენი არ გაუშვა
იტალიური პრესის ცნობით ლონდონის “არსენალმა” “ნაპოლის” ფრანსის კოკლენის ტრანსფერის თაობაზე უარი უთხრა. იტალიურ კლუბს მოთამაშის გადაბირებ სატრანსფერო ფანჯრის უკანაკსნელ საათებში სურდა.
მანჩესტერში დე იონგზე ფიქრობენ
“მილანის” ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება. ჰოლანდიელის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს.
ოსვალდო ბოკა ხუნიორსში?
“ინტერი” და “ბოკა ხუნიორსი” პაბლო ოსვალდოს ტრანსფერის შესახებ აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ფორვარდი არგენტინაში გაემგზავრება.
ტოტენჰემის უარი ვესტ ჰემს
“ტოტენჰემმა” “ვესტ ჰემს” ემანუელ ადებაიორის ტრანსფერზე უარი უთხრა. აღსანიშნავია, რომ თავად მოთამაშეს “ჩაქუჩების” შემადგენლობაში გადასვლა სურდა.