“ლოკომოტივი” ბუქარესტის “რაპიდს” შეხვდა
თურქულ შეკრებაზე თბილისის “ლოკომოტივმა” პირველი ტესტ-მატჩი გამართა. “რკინიგზელთა” მეტოქე რუმინული “რაპიდი” იყო.
საქართველოს პირველი ლიგის ბინადრის და რუმინეთის ჩემპიონატში ბოლო ადგილზე მყოფი გუნდის დაპირისპირება ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის “რაპიდს” 10 თებერვალს კიდევ ერთი ქართული გუნდი, გორის “დილა” დაუპირისპირდება.