16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა კონიას საერთაშორისო ტურნირზე ჯგუფის ბოლო მატჩი ლატვიასთან წააგო და ამ გუნდს მე-3 დგილი დაუთმო. ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდი – საფრანგეთი და ლიტვა ნახევარფინალში გავიდა, საქართველომ და ლატვიამ კი მეორე ჯგუფის III და IV ადგილოსნებთან ერთად ბროლას ამ წარმომადგენლობითი ტურნირის V-VIII ადგილებისთვის იბრძოლებს.
ქართველებმა ლატვიასთან 49:66 წააგეს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა ტემპს ვერ გაუძლო და ბოლო მეოთხედში წააგო, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ძნელი სათქმელი იყო, რომელ გუნდს დარჩებოდა გამარჯვება.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი აკაკი ფიფიამ დააფიქსირა, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა. 11 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გოგა ბითაძის ანგარიშზეა. ნიკა ჩეჩელაშვილის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. 12 მოხსნა და 4 ქულა მოაგროვა ზაურ ჯანელიძემ.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 2 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულა და ტურნირზე ასპარეზობას V-VIII ადგილებისთვის ბრძოლით განაგრძობს. ხვალ, 5 თებერვალს, ჩერქეზიშვილის გუნდი „ა“ ჯგუფში მე-3 ადგილზე გასულ ბოსნიას შეხვდება. მეორე წყვილში ლატვია და ჩინეთი ითამაშებენ. ამ წყვილებში გამარჯვებულები ერთმანეთს მე-5 ადგილისთვის მატჩში შეხვდებიან, ხოლო წაგებულები მე-7 ადგილისთვის ითამაშებენ.
16-წლამდელთა თურქეთის ფედერაციის საერთაშორისო ტურნირი. 4 თებერვალი. კონია
საქართველო 49:66 ლატვია
სრული სტატისტიკა: 49:66
gbf.ge