მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა
მანუჩარ მარკოიშვილის არცთუ ურიო თამაში და სეზონის პირველი საევროლიგო მარცხი. მოსკოვის ცსკა-მ ევროლიგაში პირველი წაგება განიცადა. არმიელებმა მეორე ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩი პირეოსში, „ოლიმპიაკოსთან“ გამართეს და 76:84 წააგეს.
მარკოიშვილი გარკვეული პერიოდის შემდეგ სასტარტო ხუთეულში კვლავ გამოჩნდა და საკმაოდ ნაყოფიერადაც გაისარჯა. 24:42 წუთში მან 9 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მანუჩარმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო, 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.
ყველაფერ არმის გათვალისწინებით მანუჩარის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 13-ს უწია და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ სერბ მილოშტეოდოსიჩს (20 ქულა) და ფრანგ ნანდო დე კოლოს (13 ქულა) ჩამორჩა. “ოლიმპიაკოსის” ლიდერმა ვასილის სპანულისმა 19 ქულა და 5 პასიმიითვალა, 10-ქულიან ზღვარს კი მეტ ლოესკიმ (13), ოტელო ჰანტერმა (12) და გეორგიოს პრინტეზისმაც (10) უწიეს.
F ჯგუფში ცსკა–ს და “ოლიმპიაკოსს” 5 მოგება და თითო მარცხი მოუგროვდათ და პირველ–მეორე ადგილებს იყოფენ. დღეს, ამავე ჯგუფშითორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” სტამბულის “ფენერბაჰჩეს” ესტუმრება, ხოლო ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდი” მალაგაში “უნიკახას”შეხვდება.
gbf.ge