‘გერმანია – საქართველო’, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
რაგბი ევროპის ჩემპიონატის (სახელცვლილი ევროპის ერთა თასი) 2015 წლის გათამაშების სტარტამდე ორი დღე რჩება. 7 თებერვალს საქართველოს ნაკრებს, B დივიზიონიდან ამოსული, გერმანიის ეროვნული ნაკრები გუნდი, ჰოიზენშტამში უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მისი ნახვა სთრიმის მეშვეობით შემდეგ ბმულზე იქნება შესაძლებელი >>>http://sportdeutschland.tv/rugby/live-rugby-europe-championship-2015-deutschland-vs-georgien
იქამდე ჩვენი გუნდი მოსამზადებლად ტულუზაში შეიკრიბა. ბორჯღალოსნებმა ‘ერნესტ ვალონზე’ დღეს ბოლო ვარჯიშები გამართეს და რამდენიმე საათში გერმანიაში გასამგზავრებლად აეროპორტს მიაშურებენ.
მატჩამდე კი, 48 საათზე ნაკლები დრო რჩება, რაც ტრადიციულად ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობის დასახელების დროა.
დიბუტანტები და დაბრუნებულები
ჰეიგმა სასტარტოში ადგილები ორ დებიუტანტს – ბოლნისის ‘ყოჩების’ გარემარბ ალექსანდრე ხუციშვილსა და თბილისის ‘არმაზის’ 9 ნომერ ვასილ ლობჟანიძეს ანდო; ხანგრძლივი სანაკრებო პაუზის შემდეგ მეორე ხაზში ვახტანგ მაისურაძე დგას; კლუბში კვაჭად მრავალგზის გამოცდილ ზურაბ ჟვანიას ნაკრებში ამ პოზიციაზე პირველად ვიხილავთ; მოკეთდნენ და სასტარტოს დაუბრუნდნენ დათო ზირაქაშვილი და შალვა სუთიაშვილი.
“მწვრთნელებმა გამოცდილი და ახალბედა მოთამაშეების ნაზავი გუნდი შევარჩიეთ. მოუთბენლად ველით მათი ერთობლივთამაშს.“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
მან ასევე დასძინა შემდეგი: „საფრანგეთში მზადების პროცესი ცოტათი თოვლმა შეგვიფერხა, მაგრამ შაბათს გერმანიის ნაკრების მიმართ სწორი მიდგომით დარწმუნებული ვარ, რომ კარგად ვითამაშებთ.
„გერმანიის ნაკრები წელს ამოვიდა დივიზიონში და შესაბამისად საკმაოდ თავდაჯერებული გუნდია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ბოლოს იმ დროისთვის მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფი, იაპონიის ნაკრები დავამარცხეთ და არ ჩვენ ვიქნებით ნაკლებად თავდაჯერებულნი“
რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2015, I ტური: გერმანია – საქართველო 07/02/15, 17:00
ბოჯღალოსნების შემადგენლობა (შენიშვნა – კაპიტანი ხვალ, 6 თებერვალს დასახელდება):
შერკინება
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ზურა ჟვანია, 3. დათო ზირაქაშვილი, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. ბექა ბიწაძე
ღერძი
9. ვასილ ლობჟანიძე, 10. ლაშა ხმალაძე
ხაზი
11. ალექსანდრე ხუციშვილი, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. სანდრო თოდუა, 15. გიორგი აფციაური
მარქაფა
16. შალვა მამუკაშვილი, 17. ლევან ჩილაჩავა, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. დიმიტრი ბასილაია, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე