როჯერსმა აიბი შეაქო
“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი მისი გუნდის 19 წლის ფეხბურთელის, ჯორდან აიბის კარგი თამაშით აღფრთოვანებულია.
ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის მერსისაიდული დერბი მის კარიერაში პირველი იყო, იგი მეტოქის საჯარიმოში რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეიჭრა და ინგლისელის ერთი დარტყმულიც ძელმა აისხლიტა.
“ბევრს ვფიქრობდი, თუ რომელ მატჩში მიმეცა შანსი აიბისთვის პირველივე წუთებიდან და “ევერტონი” ავარჩიე. ვეჭვობდი, მაგრამ მან დიდი მატჩი ჩაატარა,”-ციტირებს როჯერსის სიტყვებს ВВС.
“დიახ, მას არ გაუმართლა, როდესაც ბურთი ძელს მოარტყა, მაგრამ რაც შეეხება დარტყმას, გენიალური იყო. ჯორდანმა გუნდის სათამაშო ტაქტიკა ძალიან სწრაფად და კარგად აითვისა. მას ესმის, რომ როდესაც შეტევაში წავა, უკან ძალიან მალე უნდა დაბრუნდეს. გუნდი სწორედ ამ სტილით თამაშობს”.
“აიბი “დერბიში” გვყავდა გარკვეული დროით განათხოვრებული და მან მიიღო ის პრაქტიკა, რომელიც სჭირდებოდა. ახლა პრემიერ ლიგაში ადაპტაცია არ გაუჭირდება. იგი სტივ მაკლარემონთან გუნდში ძალიან კარგად მუშაობდა და “ლივერპულმა” საჭირო დროს დააბრუნა,”-შეაჯამა ბრენდანმა.
შეგახსენებთ, რომ “ლივერპულს” ჯორდან აიბი “დერბიში” განათხოვრებული ჰყავდა და ის ვადაზე ადრე, 19 დეკემბერს დააბრუნა.