ფაჩულიამ მე-6 მატჩი გამოტოვა და სავარაუდოდ, მომავალ მატჩში მოედანს დაუბრუნდება
ზაზა ფაჩულიამ ზედიზედ მე-6 მატჩი გამოტოვა. მას გარდა მილუოკელებს არაერთი წამყვანი მოთამაშე აკლიათ – ერსან ილიასოვა, კენიონ მარტინი, ლარი სანდერსი… მიუხედავად ამისა, მილუოკელები იგებენ. ბოლო 6 შეხვედრიდან „ბაქსმა“ დღეს, გამთენიისას მე-5 მატჩი მოიგო. გუშინ „ჰიუსტონთან“ ბრძოლაში – 111:117 დამარცხების შემდეგ ჯეისონ კიდის გუნდმა დღეს „ბოსტონი“ 96:93 დაამარცხა.
ფაჩულიას სტატუსი ამ მატჩებში იყო შემდეგი: „ან ითამაშებდა, ან არა“ შესაბამისად, ზაზას სერიოზული ტრავმა არ აწუხებს და ის მალე მოედანს დაუბრუნდება. ფაჩულიას განცხადებით, მას ფეხის კუნთი „მაიამისთან“ 27 იანვარს მოგებულ მატჩში დაეჭიმა და მწყობრში ჩადგომას ელოდება.
“კუნთი მაქვს დაჭიმული, სერიოზული არაა, მაგრამ აღდგენას დრო სჭირდება. ბოლო 1 კვირაში, 5 მატჩი გავმართეთ და თავისთავად მომიხდა ამდენი შეხვედრის გაცდენა. იმედი მაქვს, ფეხის ტკივილი გამივლის და მოედანს მალე დავუბრუნდები” – გვითხრა ფაჩულიამ.
gbf.ge