“სიონი” და”ამკარი” ერთმანეთს ფრეზე გაეყარნენ
ბოლნისის “სიონმა”, თურქულ შეკრებაზე, რიგით მესამე ამხანაგური მატჩი, პერმის “ამკართან” გამართა.
შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
პირველი ტაიმი სანახაობრივად არცთუ კარგი გამოდგა. ბურთი, ძირითადად, მოედნის ცენტრში ტრიალებდა. არცერთ გუნდს რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია.
რადიკალურად განსხვავებული იყო მატჩის მერე ნახევარი. ლადო ბურდულის მიერ გადახალისებულმა გუნდმა “ამკარის” კართან ოთხი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა, მათი რეალიზება ვერ შეძლო.
დარჩენილი 45 წუთი ბოლნისელთა კარნახით წარიმართა. გოლის გატანა ჯერ ბარაზილიელ ახალწვეულს შეეძლო, რომელმაც კარს მცირედით აცილა. და სილვას მარჯვენა ფლანგიდანაც შეეძლო მეტოქის კარის აღება, მაგრამ მცველებმა შეუშალეს ხელი.
და სილვას მსგავსად, მომენტი ვერც მიქაბერიძემ გამოიყენა. აღსანიშნავია ზურა ბათიაშვილის კარგი თამაში, რომელიც 90 წუთი უშეცდომოდ მოქმედებდა.
ამრიგად, მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა – 0:0.
ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ პაპუნა მოსემღვდლიშვილს და გიორგი ჭანკოტაძეს, რომლებმაც ტრავმა ტაშკენტის “ლოკომოტივთან” მატჩში მიღეს.
“სიონი” მორიგ ტესტ-მატჩს, 10 თებერვალს, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, რომლის პირდაპირი რეპორტაჟი რუმინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაიცემა.
08.02.15 ანტალია. “ბელისის” სპორტული ცენტრი
სიონი
პირველი ტაიმი – ბათიაშვილი, ფოფხაძე, სვანიძე, ინწკირველი, ჯინჭარაშილი, გიორგბელიძე, გოგობერიშვილი, ბერიძე, სიჭინავა, ლობჟანიძე, ჭიკაიძე.
მეორე ტაიმი – ბათიაშვილი, ფოფხაძე, ცნობილაძე, გაფრინდაშვილი, ქებურია (ბერიძე), საჯაია, გურეშიძე, მიქაბერიძე, ცხადაია, ენდრუ, ლუისი.
ამკარი
პირველი ტაიმი – სელიხოვი, ბატოვი, ბულჯატი, კონე, ბუტკო, სოლობატინი, ალინი, შავაევი, კირეევი, პიკუშაკი, აფოლაბი.
მეორე ტაიმი – სელიხოვი, ბატოვი, ბულჯატი, კონე, ბუტკო, სოლობატინი, ალინი, შავაევი (არზუმანია), კირეევი, პიკუშაკი, აფოლაბი.
fcsionibolnisi.com