„ბარსელონამ“ პრიმერაში მე-500 გასვლითი მატჩი მოიგო
ბილბაოს „ატლეტიკთან“ მატჩი „ბარსელონასთვის“ პრიმერა დივიზიონისთვის გასვლაზე მე-500 მოგებული შეხვედრა აღმოჩნდა. ამჟამად ისტორიაში კატალონიელები ამ მაჩვენებლით მეორე ადგილს იკავებენ და პირველ ადგილზე მყოფ „რეალს“ 52 მოგებით ჩამორჩებიან.
აღსანიშნავია, რომ „ბარსელონა“ და „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატის ერთადერთი კლუბები არიან, რომლებმაც გასვლაზე უფრო მეტი მატჩი მოიგეს, ვიდრე წააგეს. მიმდინარე სეზონში პრიმერაში „ბარსას“ აქტივში რვა გასვლითი მოგებაა, ხოლო მადრიდელთა მონაგარი ცხრა გასვლაზე მოგებულ შეხვედრას შეადგენს.