ვერდეს შედევრი სადებიუტო მატჩში (ვიდეო)
იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში “რომა” “კალიარის” ესტუმრა და 2:1 მოიგო. რომაელთა სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 18 წლის დანიელე ვერდეს, რომელიც მატჩის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო. ახალგაზრდა იტალიელი საკმაოდ აქტიური იყო, გოლის გატანის რამდენიმე შანსი მიეცა და საკუთარ გუნდს ის ორი საგოლე გადაცემით დაეხმარა. პირველი პასი კი ნამდვილი შედევრი იყო – იხილეთ 1:45-დან.