კონტე „მილანის“ შესაძლო მწვრთნელთა შორის ფავორიტად სახელდება
„მილანის“ ხელმძღვანელობა შემდეგი სეზონიდან გუნდის მთავარი მწვრთნელის ფილიპო ინძაგის ადგილზე გაცილებით გამოცდილი სპეციალისიტის დანიშვნაზე ფიქრობს. „ტუტოსპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „როსონერი“, შესაძლოა, იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჩაიბაროს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს კონტეს იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან უთანხმოება აქვს, რაც მისი სამუშაო ადგილის შეცვლას არ გამორიცხავს. კონტეს გარდა, ინძაგის შესაძლო შემცვლელებს შორის აქამდე ასევე ლუჩანო სპალეტი და ვინჩენცო მონტელა სახელდებოდნენ.
მილანელები სტაბილურად კარგი თამაშით ვერც მიმდინარე სეზონში გამოირჩევიან, რაც სერია ა-ში მათ სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა. იხილეთ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი