სეზონის პირველი ღია ვარჯიში
10 თებერვალს, ბორჯღალოსნებმა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე 2015 წლის სანაკრებო სეზონის პირველი ღია ვარჯიში გამართეს.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები 14 თებერვალს, 17:00 საათზე მესხის სტადიონზე პორტუგალიის წინააღ№დეგ გამართავს.
მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველო-პორტუგალიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო! ორშაბათიდან ბილეთები მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში, ყოველდღე 11:00-19:00 საათამდე იყიდება – ფასი 3 და 5 ლარი. ყველა ბილეთი დანომრილია.
სეზონი გავსებული მესხით გავხსნათ!
ქართული სარაგბო ოჯახის სახელით, ყველას მოგიწოდებთ დროულად ვიზრუნოდ მატჩის ბილეთების შეძენაზე, დაწყებამდე ერთი საათით ადრე მივიდეთ სტადიონზე, რათა ყველამ ერთად, სავსე ტრიბუნებიდან ტრადიციული ომახიანი ქომაგობით გავხსნათ წლევანდელი სანაკრებო სეზონი!
რაგბი ჩვენი თამაშია!
Rugby.Ge