“სიონი” რუმინეთთან დამარცხდა, თუმცა კომპლიმენტი დაიმსახურა
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბოლნისის “სიონმა” მორიგი ამხანაგური მატჩი რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართა.
რუმინელები ბოლნისელებს ძირითადი შემადგენლობით დაუპირისპირდნენ.
მიუხედავად ნაკრების სტატუსისა, ანგელ იორდანესკუს შეგიდებს ბოლნისელებთან თამაში გაუჭირდათ.
რუმინელთა მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარში აღფრთოვანება ვერ დამალა და აღნიშნა, რომ “სიონმა”, მიუხედავად ეროვნულ ჩემპიონატში სატურნირო მდგომარეობისა, მის გუნდს სიურპრიზი გაუკეთა და კარგად ითამაშა.
ანტალიაში დილიდან წვიმდა, ამიტომ მოედანის საფარი წყლით იყო გაჟღენთილი, სიცივემ კი ორივე გუნდი მაღალ ტემპში აათამაშა.
ბოლნისელები შეხვედრის პირველ ნახევარში სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მოწინააღმდეგეს ბურთი დაუჭირეს და მათ თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ აძლევდნენ. თამაშის შემყურე, განრისხებული იორდანესკუ მოედნის ხაზთან იდგა და საკუთარ შეგირდებს გვარიანად უწყრებოდა.
მეორე ტაიმი, ლადო ბურდულმა, რუმინელი კოლეგისგან განსხვავებით, კვლავ იმავე შემადგენლობით დაიწყო, როტაციას კი 64-ე წუთიდან მიმართა, მას შემდეგ, რაც მოედნიდან დაშავებული ქებურიას ნაცვლად ბერიძეს უხმო.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე, სტანდარტულ სიტუაციას მოჰყვა. კუთხურიდან ჩახვეულ ბურთს დუმიტრაშმა დაამატა და ანგარიში გახსნა.
თამაშის მიწურულს, ლადო ბურდულის შეგრიდებმა შტურმი მოაწყვეს რუმინელთა საჯარიმოში, თუმცა ბურთმა დასახულ მიზანს ვერ უწია.
10.02.2015 ანტალია.
მარდანი სახელობის სტადიონი.
სიონი: მერლანი, ფოფხაძე (სვანიძე), გურეშიძე, ცნობილაძე (სიჭინავა), გაფრინდაშვილი, ქებურია (ლობჟანიძე), ცხადაია (გოგობერიშვილი), მიქაბერიძე (ჭანკოტაძე), საჯაია, და სილვა (ბერიძე), ლუისი (ჭიკაიძე).
სათადარიგო: ბათიაშვილი, ინწკირველი, გიორბელიძე, ჯინჭარაშვილი.
რუმინეთი: ალგრადინი -”კრაიოვა”, დუმიტრაში -”კრაიოვა”, ბეიანი -”ტარგუ”, ვატაჟელუ (კრაიოვა), ანტონი- “პანდური” (პრეპელიტა), კრეტუ – CSMS IASI (ტანასე – “ვიტორული”), ლაზარი- “ბუქარესტი” (პინტალი – “ალ ჰილალო”), ბუდესკო – “ასტრა”, ფორა – “ტარგუ” (ბუმბა – “ასტრა”) . რომანი (რუჩესკი – “სტიაუა”) .
სათადარიგო: ლუნგი – “ასტრა”, მანელა – “ვიტრული”, პაპი – “სტიაუა”, მუტი – “გაზ მეთანი”, ფილიპი – “ბუქარესტი”, პელიტა – “სტიაუა”, პოპა – “სტიაუა”, კესერუ- სტიაუა”ტანასე – “ვიტარლუ”.
თურქულ შეკრებაზე, “სიონი” მეხუთე ამხანაგურ მატჩს, 11 თებერვალს, “ბატესთან” გამართავს.
fcsionibolnisi.com