ვან გაალი რუნის ნახევარდაცვაში დატოვებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი გუნდის კაპიტანს თავდამსხმელის პოზიციაზე დაბრუნებას არ უპირებს.
შეგახსენებთ, რომ დეილი ბლინდისა და ანდერ ერერას ხშირი ტრავმების გამო, ლუის ვან გაალმა გადაწყვიტა, უეინ რუნისთვის პოზიცია შეეცვალა და უნივერსალურობის გამო, მისი ახალი ამპლუა ნახევარმცველია. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე კრიტიკას აჩენს ინგლისელის მიმართ, რადგან ჰოლანდიელი არ აყენებს მას იქ, სადაც თამაში კარგად გამოსდის.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ბარნლისთან” მატჩში (3-1), დეილი ბლინდმა დაზიანების გამო მოედანი ნაადრევად დატოვა, რის გამოც, რუნის კვლავ არ მიეცა მისი შესაძლებლობები თავდასხმის ხაზში გამოემჟღავნებინა.
“ცენტრში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ვგონებ, ეს უეინის დამსახურებაა. ბედნიერი ვარ, რადგან ბლინდი ასე კარგად შეცვალა”.
“ვიცი, რომ რუნი თავდასხმაში ორჯერ კარგია, მაგრამ კლუბში არსებული პრობლემების გამო, იძულებული ვარ, ამგვარად მოვიქცე,”-განაცხადა ლუის ვან გაალმა.
თქვენს ყურადღებას კი მივიქცევთ უეინ რუნის 2014/2015 წლის სეზონის სტატისტიკით.