‘საქართველო-პორტუგალია’, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
ორი დღე რჩება წლის პირველ საშინაო მატჩამდე. 14 თებერვალს (17:00 საათზე) ბორჯღალოსნები მესხის სტადიონზე პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებ გუნდს დაუპირისპირდებიან.
ცვლილებებია გაფართოებულ შემადგენლობაში – გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, ვარჯიშზე კუნთი დაიზიანა დავით ქუბრიაშვილმა. ვასილ კაკოვინს ძველი მუხლის ტრავმა გაუმიზეზდა. ტრავმები ნაკლებად სერიოზული ხასიათისაა, აქედან გამომდინარე ორივე მოთამაშე სავარაუდოდ ორ-სამ კვირიან რეაბილიტაციას გაივლიან და მალე ჩადგებიან მწყობრში.
48 საათით ადრე კი, ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა ნაკრების სამატჩო შემადგენლობა დაასახელა. რაზეც მილტონ ჰეიგმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“მოუთბენლად ველით 2015 წლის პირველ საშინაო მატჩს. პორტუგალია ჩვენთვის რთული მეტოქეა, ამიტომ იოლი თამაში ნამდვილად არ გველის!“
„მიგვაჩნია, რომ ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ თამაში და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად გავაგრძელებთ ამ პროგრესს.
„მიუხედავად იმისა, რომ წინა კვირის სასტარტო შემდგენლობაში 11 ცვლილება განვახორციელეთ, შაბათის მატჩისთვის მაინც მოვახერხეთ ძლიერი და გამოცდილი გუნდის დაყენება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თითოეულ პოზიციაზე არჩევანის გაკეთება უკვე რამდენიმე მოთამაშეს შორის შეგვიძლია. სასტარტოში ნებისმიერ პოზიციაზე უკვე დიდი კონკურენციაა, რაც იმის აღმნიშვნელია, რომ 3 წლის წინ წამოწყებული გეგმა ნელა-ნელა შედეგებს გვაძლევს ”
რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2015, II ტური: საქართველო – პორტუგალია 14/02/15, 17:00, მ. მესხის სტადიონი
ბოჯღალოსნების შემადგენლობა:
ხაზი
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. მურაზ გიორგაძე, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე
შეკრინება
1. კარლენ ასიეშვილი, 2. ზურაბ ჟვანია, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. დიმიტრი ბასილაია, 7. შალვა სუთიაშვილი (კაპ), 8. ლაშა ლომიძე
მარქაფა
16. შალვა მამუკაშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. დავით ზირაქაშვილი, 19. გიორგი ნემსაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. გიორგი აფციაური.