დე როსი: “თანამედროვე ფეხბურთი ერთგული ფეხბურთელების ნაკლებობას განიცდის”
იტალიური “რომას” ნახევარმცველი დანიელე დე როსი აცხადებს, რომ თანამედროვე ფეხბურთი ერთგული ფეხბურთელების ნაკლებობას განიცდის.
31 წლის ნახევარმცველს, რომელსაც მთელი პროფესიონალური კარიერა მხოლოდ ერთ კლუბში აქვს გატარებული, არაერთი წინადადება ჰქონდა, თუმცა მან ყველა გუნდი უარით გაისტუმრა.
“რამდენჯერმე, მქონდა იმის სერიოზული შანსი, რომ “რომა” დამეტოვებინა, თუმცა მე და მამაჩემს ეს კლუბი ძალიან გვიყვარს და აქედან წასვლაზე უარი ვთქვი. თანამედროვე ფეხბურთს ერთგული ფეხბურთელები აკლია”, – ამბობს დე როსი.